ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაღდადის სამხრეთით, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, დაიღუპა 25 ერაყელი, რომელთა უმეტესობას ბავშვები შეადგენდნენ.
ამ აფეთქებას შეეწირა ერთი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლეც. დაშავებულია კიდევ 3 ამერიკელი ჯარისკაცი. საერთოდ კი, ინციდენტის შედეგად დაშავებულთა საერთო რიცხვი 25-ს შეადგენს. ეს აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკელ სამხედროთა მანქანასთან ერაყელმა ბავშვებმა მოიყარეს თავი. ამერიკელი ჯარისკაცები მათ კანფეტებს ურიგებდნენ.