Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის წევრ 25-ვე ქვეყანაში


ევროპის კავშირის წევრ 25-ვე ქვეყანაში დღეს ორწუთიანი დუმილით მიაგეს პატივი 7 ივლისს ლონდონში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

ევროპის კავშირის წევრ 25-ვე ქვეყანაში დღეს ორწუთიანი დუმილით მიაგეს პატივი 7 ივლისს ლონდონში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაჩერდა ტრანსპორტი, შეწყდა ყოველგვარი საქმიანობა. ბრიტანეთის პოლიცია განაგრძობს მეტროსა და ავტობუსში მოწყობილი აფეთქებების ორგანიზატორთა ძებნას. აფეთქებებს, ოფიციალური მონაცემებით, 52 ადამიანი ემსხვერპლა. ათეულობით ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ხელისუფლება იტყობინება, რომ აფეთქებები განახორციელა ოთხმა თვითმკვლელმა. სამი მათგანი პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელი იყო, მეოთხეს ვინაობას აზუსტებენ.
XS
SM
MD
LG