Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი ვალერი გელაშვილი მასზე განხორციელებულ


დეპუტატი ვალერი გელაშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

დეპუტატი ვალერი გელაშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ამის შესახებ გელაშვილმა ჟურნალისტებს ვილნიუსში გამგზავრებამდე განუცხადა. [ვალერი გელაშვილის ხმა] "პირველი, რაც მოხდა... წინ ორი მანქანა იდგა, შინდისფერი "ოპელები", ორი. შუშა ჩამიტეხეს, "ლაბავოი", გადმომიყვანეს და კონდახი ჩამარტყეს პირველად... დავვარდი და წიხლები მირტყეს. – [კორესპონდენტი]: რას უკავშირებთ ამას? ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა? – [ვალერი გელაშვილი]: ეს ყველაფერი... ჩვენი ხელისუფლებისგან." დღეს დილით გელაშვილი სამკურნალოდ გადააფრინეს ვილნიუსში. გელაშვილის მეუღლე ლიტველია. დეპუტატზე თავდასხმიდან ერთ საათში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დანაშაულს ყაჩაღობის კვალიფიკაცია მისცეს, რაც დაზარალებულის თანაპარტიელთა აზრით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს. აი, რას ამბობს, მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ივლიანე ხაინდრავა: [ივლიანე ხაინდრავას ხმა]: "როდესაც ძალიან სწრაფად გამოუჩნდება ხოლმე ხელისუფლებას ვერსია, ეს სხვა რამეს გაფიქრებინებს. ეს გაფიქრებინებს იმას, რომ ვერსია წინასწარ იყო მომზადებული. სხვა ვერსია ხელისუფლებას, უბრალოდ, არ უნდა და არ სჭირდება.
XS
SM
MD
LG