Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველთა


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველთა ნაწილი უნდობლობას უცხადებს

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველთა ნაწილი უნდობლობას უცხადებს
სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას და კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხებისგან მის ჩამოცილებას ითხოვს. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს ცხინვალში უგზო-უკვლოდ დაკარგული ხაჭაპურიძეების ძმის, ლევან ხაჭაპურიძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო მინისტრის არ სჯერა არც პირადად მას, და არც რეგიონის ქართველსა თუ ოს მოსახლეობას. ლევან ხაჭაპურიძის თქმით, გიორგი ხაინდრავა გამყიდველია, რომელმაც 1991 წელს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უღალატა და მსოფლიოს ამცნო, თითქოს ქართველებმა ოსებს გენოციდი მოუწყვეს. თავად გიორგი ხაინდრავა კატეგორიულად უარყოფს მტკიცებას, თითქოს კონფლიქტის ზონის მოსახლეობა მას უნდობლობას უცხადებდეს. მინისტრის თქმით, ქართულ მოსახლეობას ბოლოს ის გუშინ, ქართულ სოფლებში: თამარაშენსა და ქურთაში შეხვდა.
XS
SM
MD
LG