Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პოლიციამ დაასახელა ლონდონში აფეთქებების


ბრიტანეთის პოლიციამ დაასახელა ლონდონში აფეთქებების მომწყობი ბოლო ორი თვითმკვლელის ვინაობაც.

ბრიტანეთის პოლიციამ დაასახელა ლონდონში აფეთქებების მომწყობი ბოლო ორი თვითმკვლელის ვინაობაც.
ლონდონის მეტროს პოლიციის ცნობით, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ 7 ივლისს აფეთქებები მოაწყეს 30 წლის მოჰამედ სიდიკ ხანმა და 19 წლის ჯერმენ ლინდსიმ. სულ ლაპარაკია 4 თვითმკვლელ ამფეთქებელზე და პირველი ორის ვინაობა უფრო ადრე გაირკვა. ესენი არიან 18 წლის ჰასიბ ჰუსეინი და 22 წლის შაჰზად ტანვირი. ამფეთქებლებიდან 3 წარმოშობით პაკისტანელია, მაგრამ ინგლისში დაბადებული და გაზრდილი, 1 ამფეთქებელი კი იამაიკაში დაიბადა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის შეფასებით, ფანატიზმი იდგა ლონდონში თვითმკვლელების მიერ მოწყობილი აფეთქებების უკან. ბლერმა დღეს განაცხადა: [ბლერის ხმა] “ის, რის წინაშეც აღმოვჩნდით, არის ბოროტების იდეოლოგია. ეს არ არის ცივილიზაციათა შეჯახება. ლონდონში რაც მოხდა, სრულიად მიუღებელია ყველა ცივილიზებული ადამიანისთვის, მუსლიმანისთვისაც და სხვისთვისაც. მაგრამ ესაა გლობალური ბრძოლა, ესაა იდეების (...) ბრძოლა ისლამურ სამყაროშიც და მის გარშემოც.” ასევე ტონი ბლერის განცხადებით, “ალ ყაიდას” და მის მოკავშირე ორგანიზაციებს ეკისრება პასუხისმგებლობა იერიშებისთვის, რომლებიც ბოლო 12 წლის მანძილზე 26 ქვეყანაში განხორციელდა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის მრავალი მუსლიმანის.
XS
SM
MD
LG