Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის განცხადებით, გუანტანამოს სამხედრო ციხეში

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის განცხადებით, გუანტანამოს სამხედრო ციხეში
დატყვევებული ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირის საქმის გამოძიება სულ მალე განახლდება. რამსფელდმა ვაშინგტონში შეკრებილ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილია სალიმ აჰმედ ჰამდანი, "ალ-ყაიდის" ტერორისტული ქსელის ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ყოფილი მძღოლი. მეორე ეჭვმიტანილის ვინაობა მინისტრს არ გაუმხელია. პარასკევს სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეების წარმოება საგანგებო სამხედრო კომისიების მიერ კანონიერად ხდება; რითაც გაუქმებულ იქნა უწინდელი გადაწყვეტილება სასამართლო პროცესების შეჩერების შესახებ.
XS
SM
MD
LG