Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმი მასპინძლობს მოლაპარაკებას აფხაზეთის გავლით


სოხუმი მასპინძლობს მოლაპარაკებას აფხაზეთის გავლით საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსავლის აღდგენის თაობაზე.

სოხუმი მასპინძლობს მოლაპარაკებას აფხაზეთის გავლით საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსავლის აღდგენის თაობაზე.
როგორც იუწყებიან, ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების დელეგაციებმა შეხვედრაზე დაამტკიცეს რკინიგზის აღდეგნაზე მომუშავე ექსპერტების შემადგენლობა და სამუშაო გრაფიკი. ექსპერტთა სამ ჯგუფში 41 ადამიანი გაწევრიანდება - ძირითადად, რკინიგზის სპეციალისტები. რუსეთის რკინიგზის ფედერალური საგენტოს დირექტორ მიხაილ ოკულოვის განცხადებით, ისინი 8 აგვისტოს სოხუმში შეიკრიბებიან, 9 აგვისტოდან კი სამუშაოებს დაიწყებენ. საინფორმაციო სააგენტო "მედიანიუსის" ცნობით, ლაპარაკია ფსოუ-ენგურის სარკინიგზო მონაკვეთის შესწავლაზე, რაც 45 დღეში უნდა მოხდეს, ხოლო 1 ოქტომბრისთვის სპეციალისტებს რკინიგზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სრული სურათი შეექმნებათ. სოხუმის შეხვედრაზე განიხილება აგრეთვე სპეციალისტების დაცვის, ცხოვრების, კვებისა და სამედიცინო მომსახურების საკითხები. შეხვედრაზე აფხაზურ დელეგაციას ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია, ქართულს - სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა.
XS
SM
MD
LG