Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზანში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი


ყაზანში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი, პატრიარქი ალექსი გაუძღვა დღესასწაულს,

ყაზანში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი, პატრიარქი ალექსი გაუძღვა დღესასწაულს,
რომელიც მიეძღვნა ყაზანიდან 80-მდე წლის წინ გაუჩინარებული ხატის დაბრუნებას. საქმე ეხება "ყაზანის ღვთისმშობლის ხატს", რომელიც დღეს დააბრძანეს ყაზანის ცენტრში აღმართულ ეკლესიაში. ზეიმს 5 000-მდე ადამიანი დაესწრო. მორწმუნეებს ეს ხატი, რომელიც მე-17, ან მე-18 საუკუნეშია შესრულებული, სასწაულმოქმედად მიაჩნიათ. ხატი გასული საუკუნის 20-იან წლებში, ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ წაიღეს რუსეთიდან, შემდეგ ის ვატიკანმა შეისყიდა. შარშან რომის პაპმა, აწ განსვენებულმა იოანე პავლე მეორემ ხატი რუსულ ეკლესიას დაუბრუნა კათოლიკურ და მარლმადიდებელ ეკლესიებს შორის დაძაბულობის განმუხტვის სურვილის გამომხატველი კეთილი ნების ნიშნად.
XS
SM
MD
LG