Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა დღეს


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა დღეს გადაჭრით დაგმო ლონდონში 7 ივლისს მოწყობილი აფეთქებები.

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა დღეს გადაჭრით დაგმო ლონდონში 7 ივლისს მოწყობილი აფეთქებები.
"არა მგონია, იმათ, ვინც ეს აფეთქებები მოაწყო, ადამიანები შეიძლება ეწოდოსო", - აღნიშნა პრეზიდენტმა მუშარაფმა თანამემამულეებისადმი სატელევიზიო მიმართვაში. მან პაკისტანელებს მოუწოდა, უარყონ ექსტრემიზმი და მხარი დაუჭირონ მთავრობის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. როგორც იუწყებიან, პაკისტანში მასშტაბური რეიდების მსვლელობაში ასობით ადამიანი დააკავეს სახლებში, ისლამურ სკოლებში, სხვა ადგილებში. ეს ოპერაციები მოჰყვა ცნობებს, რომ ლონდონში ორი კვირის წინ აფეთქებების მომწყობნი, შესაძლოა, კავშირში იყვნენ ექსტრემისტულ წრეებთან პაკისტანში.
XS
SM
MD
LG