Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ოფიციალურ პირთა განცხადებით, თალიბანთან


ავღანეთში ოფიციალურ პირთა განცხადებით, თალიბანთან კავშირში ეჭვმიტანილმა მოიერიშეებმა მოკლეს მოსამართლე

ავღანეთში ოფიციალურ პირთა განცხადებით, თალიბანთან კავშირში ეჭვმიტანილმა მოიერიშეებმა მოკლეს მოსამართლე
სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. ამ იერიშს წინ უსწრებდა გუშინ ბომბის აფეთქება ყანდაარის მეზობელ შაჰ ვალი კოტის რაიონში - დაიღუპა ერთი ოფიციალური პირი. ასევე თალიბანის, ან "ალ-ყაიდის" წევრ ექსტრემისტებს უკავშირებენ 3 დღის წინ ნურისტანის პროვინციაში საარჩევნო უწყების სამი მუშაკის გატაცებას. ეს პროვინცია ჩრდილოაღმოსავლეთ ავღანეთში მდებარეობს. ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის ინფორმაციით, დღეს სამივე მძევალი გაათავისუფლეს. როგორც ჩვენს კორესპონდენტებს ნურისტანის უშიშროების უწყების ხელმძღვანელმა აუწყა, სამი მამაკაცი გამოიხსნეს ოპერაციისას, რომელშიც უშიშროების მუშაკები და ადგილობრივი მოსახლეები მონაწილეობდნენ. ამავე წყაროს ცნობით, გამტაცებლები - 40-მდე კაცი - მეზოებლ პაკისტანში გაიქცნენ. ბოლო ხანს ძალადობამ იმატა ავღანეთში, რომელიც 18 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
XS
SM
MD
LG