Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ჟურნალისტების


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ჟურნალისტების ცეცხლში მოექცა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც მან

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ჟურნალისტების ცეცხლში მოექცა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც მან
მძაფრად შეუტია ჟურნალისტს, რომელმაც შეკითხვა დაუსვა მისი ვაჟის ხელგაშლილობის შესახებ. ასზე მეტმა ჟურნალისტმა მისწერა წერილი იუშჩენკოს, რომელშიც ნათქვამია, რომ სიტყვები და ტონი, რომლითაც პრეზიდენტმა მიმართა ჟურნალისტს, არ შეეფერება ევროპის დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტს. ჟურნალისტმა ლეწჩენკომ ორშაბათს სთხოვა პრეზიდენტს კომენტარი გაუკეთოს მისი ვაჟის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, რომ ასი ათასი ევროს ღირებულების მანქანას ატარებს და ოთხი ათასი ევროს ღირებულების ტელოეფონს ხმარობს. იუშჩენკოს უპასუხა, რომ მისი ვაჟი მუშაობს და ეს ამძლევს მას ამის საშუალებას. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ სად მუშაოს მისი ვაჟი, პრეზიდენტმა თქვა, მოიქეცით თავაზიანი ჟურნალისტივით და არა დაქირავებული მკვლელივითო.
XS
SM
MD
LG