Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ტელეხედვით გამოსვლისას


ეროვნული ტელეხედვით გამოსვლისას,

ეროვნული ტელეხედვით გამოსვლისას,
ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა დღეს განაცხადა, რომ მეხუთედ იყრის კენჭს სექტემბრისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს იქნება პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ეგვიპტეში, როცა არა მხოლოდ ერთს, არამედ რამდენიმე კანდიდატს მიეცემა კენჭისყრის უფლება. თუმცა, როგორც მოელიან, მუბარაკს, რომელიც 1981 წლიდან რჩება ხელისუფლების სათავეში, ნაკლებად გაუწევს ვინმე სერიოზულ პაექრობას. თავის გამოსვლაში მუბარაკმა წამოაყენა ამასთანავე წინადადება, რომ ქვეყანაში მოქმედი საგანგებო კანონები, "ტერორიზმთან საბრძოლველად" ახალმა კანონმდებლობამ შეცვალოს. ჰოსნი მუბარაკმა საგანგებო შეხვედრაზე მიიწვია არაბულ სახელმწიფოთა ლიდერები მომავალ კვირაში წითელი ზღვის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხში, სადაც ტერორისტებმა ახლახან 3 აფეთქება მოაწყეს, რამაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG