Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფედერაციის ბოსნიელ


ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფედერაციის ბოსნიელ სერბთა განყოფილების წარმომადგენელმა

ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფედერაციის ბოსნიელ სერბთა განყოფილების წარმომადგენელმა
ბრანკო ტოდოროვიჩმა განაცხადა, რომ შესაძლოა სასურველი შედეგი მოჰყვეს ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის რადოვან კარაჯიჩის მეუღლის მოწოდებას, რომ სამხედრო დანაშაულში ბრალდებული მისი ქმარი - მართლმსაჯულებას ჩაბარდეს. ლილიანა კარაჯიჩმა ხუთშაბათს მიმართა საჯაროდ თავის მეუღლეს - ჩაბარდეს გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალს ჰააგაში. "ძალზედ მტკივნეული და რთულია მოგმართო ამგვარი თხოვნით, და მაინც სულითა და გულით გემუდარები - ჩაბარდე. ეს ჩვენი და ჩვენი ოჯახის საკეთილდღოდ გაღებული მსხვერპლი იქნება" - განაცხადა ლილიანა კარაჯიჩმა. ათი წელი სრულდება ბოსნიის ომის დამთავრებიდან რადოვან კარაჯიჩი კი დღემდე არ დაუპატიმრებიათ. ჰააგის ტრიბუნალი მას ომის დროს ჩადენილ ბარბაროსობასა და გენოციდში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG