Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

29 ივლისს ერაყში მეამბოხეებმა სულ


29 ივლისს ერაყში მეამბოხეებმა სულ მცირე 27 ადამიანი მოკლეს. თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ რაბიაჰში, ჩრდილოეთის ქალაქ მოსულთან ახლოს,

29 ივლისს ერაყში მეამბოხეებმა სულ მცირე 27 ადამიანი მოკლეს. თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ რაბიაჰში, ჩრდილოეთის ქალაქ მოსულთან ახლოს,
25 ახალბედა ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ხოლო 35 ადამიანი დაიჭრა. აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო ალ-ყაიდის შეიარაღებულმა დაჯგუფებამ. ბაღდადში კი, მეამბოხეთა მხრიდან ადგილობრივ პოლიციაზე თავდასხმის დროს 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 29 ივლისს ბაღდადის ჩრდილოეთით ამერიკელმა ჯარისკაცებმა და ერაყელმა სამხედროებმა 9 მეამბოხე მოკლეს, საიდანაც 5 – სირიელია. მანამდე კი, ერაყელი შიიტების რადიკალურმა ფრთამ განაცხადა, რომ უკვე მოგროვილია მილიონი ხელმოწერა იმ მოთხოვნით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალამ ერაყი დატოვოს.
XS
SM
MD
LG