Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დილით რუსეთის შეიარაღებული ძალების


დღეს დილით რუსეთის შეიარაღებული ძალების ბათუმის სამხედრო ბაზიდან დაიწყო მე-12 ბრიგადის

დღეს დილით რუსეთის შეიარაღებული ძალების ბათუმის სამხედრო ბაზიდან დაიწყო მე-12 ბრიგადის
კუთვნილი სამხედრო ტექნიკის გატანა. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რუსეთის სამხედრო ტექნიკის კოლონა საქართველოს ლარსის გავლით დატოვებს. ტექნიკის გატანა პარასკევს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რუსეთის მხარემ ეს პროცესი ვიზებისა და ლიცენზიის უქონლობის გამო გადადო. დღის მეორე ნახევარში ეს საკითხი მოგვარდა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის მხარეს საჭირო დოკუმენტაცია დაჩქარებული წესით გადასცა. საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანა 2008 წლისთვის უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG