სახალინის ოლქისა და იაპონიის პროვინცია ხოკაიდოს გუბერნატორებმა
ივან მალახოვმა და ტაკახასი ხარუმიმ ამ ორ მეზობელ კუნძულს შორის ეკონომიკის, კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. თუმცა ტაკახასი ხარუმიმ აღნიშნა, რომ სრულფასოვანი კეთილმეზოლური ურთიერთობის დამყარება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც სახელმწიფოთაშორისო დონეზე კურილის კუნძულების საკამათო საკითხი იქნება მოგვარებული. ეს კუნძულები ამჟამად, სახალინის ოლქის შემადგენელი ნაწილია. იაპონიის ერთადერთი გუბერნატორი-ქალი სამდღიანი ვიზიტით ეწვია სახალინს, რათა ენერგომატარებლების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ადგილობრივ პროექტებს გაეცნოს.