Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატის წინააღმდეგობის მიუხედავად, პრეზიდენტმა ჯორჯ


სენატის წინააღმდეგობის მიუხედავად, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჯონ ბოლტონი მაინც დანიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ წარმომადგენლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში

სენატის წინააღმდეგობის მიუხედავად, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჯონ ბოლტონი მაინც დანიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ წარმომადგენლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში
და ამით დაასრულა კიდეც რამდენიმე თვის მანძილზე გაჭიანურებული პროცესი. სენატის დემოკრატთა ჯგუფი ბოლტონს კონფლიქტურ ადამიანად მიიჩნევს და თვლის, რომ ამ პოსტზე ის ამერიკას ზიანის მეტს არაფერს მოუტანს. თუმცა ჯორჯ ბუში სენატის გადაწყვეტილებას აღარ დალოდებია, კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა და ბოლტონი ამ პოსტზე პირადად დანიშნა. ამერიკის პრეზიდენტი ამ ნაბიჯს ასე ხსნის: (ჯორჯ ბუშის ხმა) "შეერთებულ შტატებს უკვე ნახევარ-წელიწადზე მეტია გაეროში მუდმივი წარმომადგენელი არ ჰყავს. არადა, ეს პოსტი მეტად მნიშვნელოვანია და მისი ასე ხანგრძლივი დროით ვაკანტურად დატოვება არ შეიძლება. მითუმეტეს ახლა, ტერორიზმთან ომისა და გაეროს რეფორმირების გარშემო გაჩაღებული დებატების გათვალისწინებით". გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი მიესალმა ჯონ ბოლტონის დანიშვნას და მასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
XS
SM
MD
LG