Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის არ განუახლებს აკრედიტაციას ამერიკულ ტელეკომპანია ABC-ის ჟურნალისტებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის არ განუახლებს აკრედიტაციას ამერიკულ ტელეკომპანია ABC-ის ჟურნალისტებს.
სამინისტროს განცხადებაში ამ ნაბიჯის მიზეზად მოყვანილია ABC-ის მიერ შამილ ბასაევთან ინტერვიუს ჩვენება. ინტერვიუ ჩეჩენი მეამბოხეების საველე მეთაურთან 28 ივლისს აჩვენეს. ბასაევს ეს ინტერვიუ ჩვენი რადიოს ჟურნალისტმა ანდრეი ბაბიცკიმ ჩამოართვა, ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "რადიო თავისუფლებისაგან" მოითხოვს ახსნა-განმარტებას, ბაბიცკის ამ ინტერვუისთან დაკავშირებით. მოგვიანებით გავრცელებული ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-სთვის ძალიან დასანანი იქნება, თუ რუსეთი აკრედიტაციაზე უარს ეტყვის ამერიკულ სამაუწყებლო კომპანიას.
XS
SM
MD
LG