Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაცია - დემოკრატიის ეროვნული


არასამთავრობო ორგანიზაცია - დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტი, რომელიც შეერთებულ შტატებშია დაფუძნებული, უარყოფს ბრალდებას აზერბაიჯანის ხელისუფლების დამხობისაკენ

არასამთავრობო ორგანიზაცია - დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტი, რომელიც შეერთებულ შტატებშია დაფუძნებული, უარყოფს ბრალდებას აზერბაიჯანის ხელისუფლების დამხობისაკენ
მიმართულ შეთქმულებაში მონაწილეობის შესახებ. ქვეყნის ხელისუფლებამ დააკავა ოპოზიციური დაჯგუფების – ენი ფიკირის (ანუ ახალი მოსაზრების) ლიდერი, რომელიც თითქოსდა გამოტყდა, რომ ამერიკული ინსტიტუტი აზერბაიჯანში ანტი-სახელისუფლო მასობრივი გამოსვლებისთვის მზადებას აფინანსებდა. აი, რას ამბობს დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონის დირექტორი ნელსონ ლედსკი: (ნელსონ ლედსკის ხმა) "დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტი მრავალნაირ პროგრამას 60-ზე მეტ ქვეყანაში აფინანსებს. მაგრამ ჯერ არსად და არასდროს არ დავხმარებივართ პოლიტიკურ პარტიებსა თუ მათ ლიდერებს. ეს არ არის ჩვენი ფუნქცია. ეს ეწინააღმდეგება როგორც ამერიკულ კანონმდებლობას, ასევე დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის საქმიანობას პრინციპებს".
XS
SM
MD
LG