თეირანში გაიმართა ირანის პრეზიდენტად მაჰმუდ აჰმედინეჯადის კურთხევის ცერემონია.
ცერემონიაზე გამოსვლისას, ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო, რომ ყოველ ღონეს იხმარს ისლამისა და ირანის დამოუკიდებლობის დასაცავად. დასავლეთის ქვეყნებსა და ირანს შორის ამ უკანასკნელის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოება აჰმედინეჯადს არ უხსენებია, მაგრამ განაცხადა, რომ ირანელი ხალხი მასზე "ძალდატანებას ვერ შეეგუება". ირანის კატეგორიულ უარს, მიეიღო ევროპის კავშირის ბოლო წინადადებები, სამშაბათს განიხილავენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელთა სხდომაზე. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ უარს გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან ირანის მიმართ სანქციების შემოღება მოჰყვეს.