Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შხარაზე დაღუპული კანადელი მთამსვლელის პიტერ


შხარაზე დაღუპული კანადელი მთამსვლელის პიტერ ევერეტის ცხედარი მაშველებმა ჯერ ვერ აღმოაჩინეს.

შხარაზე დაღუპული კანადელი მთამსვლელის პიტერ ევერეტის ცხედარი მაშველებმა ჯერ ვერ აღმოაჩინეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ დღეს მაშველებმა მიაგნეს კანადელი მთამსვლელის ზურგჩანთას, მაგრამ თავად ცხედარი ვერ იპოვეს. იმ ადგილას, სადაც მთამსვლელი თოვლმა ჩაიყოლა, ზვავი, როგორც ვარაუდობენ, კიდევ ორჯერ ჩამოწვა, რაც ცხედრის ძებნას კიდევ უფრო ართულებს. კანადელი მთამსვლელი პიტერ ევერეტი რამდენიმე დღის წინათ დაიღუპა. მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი კანადელი მთამსვლელი გადარჩა.
XS
SM
MD
LG