ესტონეთის სანაპიროსთან ტალინის მახლობლად მყვინთავებმა
ფინური კომპანიის შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გვამები ნახეს - 14-ვე დაღუპული - ზღვაში ჩავარდნილ შვეულმფრენშია. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი გვამცნობს, უამინდობის მიუხედავად მაშველებმა შვეულმფრენის წყლიდან ამოღების ოპერაცია დაიწყეს. ავარიის დროს შვეულმფრენში ესტონეთის, ფინეთისა და შეერთებული შტატების მოქალაქეები იმყოფებოდნენ. შვეულმფრენი ტალინიდან ჰელსინკის მიმართულებით მორიგ რეისს ასრულებდა.