Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთშაბათს სანტიაგოში, საგადასახადო ინსპექციამ თაღლითობისთვის


ოთშაბათს სანტიაგოში, საგადასახადო ინსპექციამ თაღლითობისთვის

ოთშაბათს სანტიაგოში, საგადასახადო ინსპექციამ თაღლითობისთვის
ჩილეს ყოფილი დიქტატორის აუგუსტო პინოჩეტის მეუღლე და უმცროსი ვაჟი დააპატიმრა. როგორც მოსამართლე სერჯიო მუნისმა განაცხადა, პინოჩეტის მეუღლემ ლუჩია ჰირიარტმა, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, და მისმა ვაჟმა მარკო ანტონიო პინოჩეტმა დაუმალეს ხელისუფალთ, რომ საიდუმლო საბანკო ანგარიშზე 17 მილინამდე დოლარი ჰქონდათ ჩარიცხული. აუგუსტო პინოჩეტმა უარყო მისი ოჯახის წევრებისადმი წაყენებული ბრალდება. 89 წლის პინოჩეტი 1073-დან 1990 წლამდე მართავდა ჩილეს, როცა პოლიტიკურ ძალადობას ქვეყანაში 3,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სასამართლოებმა მას ადამიანის უფლებათა მიუტევებელი დარღვევის არაერთი ბრალდება წაუყენეს, მაგრამ ყოფილი დიქტატორი დღემდე არ დაუსჯიათ, ვინაიდან მისი დაცვა დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ ხანდაზმული ასაკისა და შელახული ჯანმრთელობის გამო პინოჩეტის დასჯა გაუმართლებელია.
XS
SM
MD
LG