Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი "რეჩ


პოლონეთში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი "რეჩ პოსპოლიტა" იუწყება, რომ მოსკოვში, 5-მა დაუდგენელმა თავდამსხმელმა

პოლონეთში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი "რეჩ პოსპოლიტა" იუწყება, რომ მოსკოვში, 5-მა დაუდგენელმა თავდამსხმელმა
გაზეთის კორესპონდენტი – პაველ რეშკა სცემა. გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტს დაზიანება თავის არეში აღენიშნება. რეშკასთან დაკავშირებულ ამბავს რუსეთის დედაქალაქში, წინ უსწრებდა ორი პოლონელი დიპლომატის ცემის ფაქტი. ოთხშაბათს ვარშავამ მიმართა მოსკოვს – იზრუნოს პოლონელი დიპლომატების უსაფრთხოების დაცვაზე. რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობა აშკარად დაძაბულია მას შემდეგ, რაც ვარშავაში, "სქინჰედებმა" (იგივე – "თავგადაპარსულებმა") რუსი დიპლომატების შვილები სცემეს.
XS
SM
MD
LG