Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი ექსპერტი შუა აზიის საკითხებში


ცნობილი ექსპერტი შუა აზიის საკითხებში იგორ როტარი,

ცნობილი ექსპერტი შუა აზიის საკითხებში იგორ როტარი,
რომლის სტატიებს დასავლეთის წამყვანი კვლევითი ცენტრები აქვეყნებენ, უზბეკეთის ხელისუფლებმა დააკავეს ტაშკენტში. შეერთებულ შტატებში მოქმედმა ჯეიმსტაუნის ფონდმა და ნორვეგიაში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ "ფორუმ 18" -მა, რომლებიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ, იგორ როტარის გათავისუფლების მოწოდებით მიმართეს უზბეკეთის მთავრობას. როტარი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ხუთშაბათს დილით დააკავეს უზბეკეთის საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა ტაშკენტის აეროპორტში, სადაც როტარი ბიშკეიდან ჩაფრინდა. როტარს, როგორც რუსეთის მოქალაქეს, უზბეკეთში ჩასასვლელად ვიზა არ ესაჭიროება. "ფორუმ 18"-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იგორ როტარის დაკავებას პოლიტიკური სარჩული უდევს.
XS
SM
MD
LG