Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი


უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს მშვიდობისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დეკლარაციას,

უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს მშვიდობისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დეკლარაციას,
რომელიც მიხეილ სააკაშვილმა "ბორჯომის დეკლარაციად" მოიხსენია. ”დეკლარაციას ხელი ლიკანში, რუსეთის იმპერატორების სასახლესთან მოეწერა, რომლის დამსვენებლებიც წარსულში - რუსეთის იმპერატორები თუ საბჭოთა ბელადები, სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე სასახლის კედლებთან დამუკიდებელი საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები რეგიონში დემოკრატიისა და მშვიდობის დაცვის ვალდებულებას აიღებდნენ,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შემოდგომაზე კიევში დემოკრატიულ ქვეყანათა სამიტი შედგეს. სააკაშვილის განმარტებით, სამიტზე, რომელიც დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, მოიწვევენ ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG