Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს


პალესტინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს თქვა, რომ ღაზის სექტორის პირველი სამი ებრაული დასახლება

პალესტინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს თქვა, რომ ღაზის სექტორის პირველი სამი ებრაული დასახლება
ორშაბათს გადაეცემა პალესტინის ადმინისტრაციას. პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა" კვლავ განაცხადა, რომ უარს ამბობს განიარაღებაზე. [ა საათის ხმა] "ჰამასი ადასტურებს, რომ კვლავაც ერთგულია წინააღმდეგობ/სა, როგორც სტრატეგიული არჩევანისა - მანამდე, სანამ ოკუპანტები არ დატოვებენ ჩვენს მიწებს და ჩვენს წმინდა ადგილებს. ჩვენი მოძრაობა ადასტურებს, რომ შეინარჩუნებს თავის სამხედრო აპარატს მთელი შეიარაღებითურთ, რაც აუცილებელია ჩვენი მიწის დასაცავად," განაცხადა ჰამასის წარმომადგენელმა ა საათიმ. "ჰამასმა" აგრეთვე განაცხადა, რომ არ აღიარებს პალესტინის ავტონომიის მმართველ მოძრაობა "ფათჰს" ერთადერთ პალესტინურ სტრუქტურად, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მათ შორის უშიშროების საკითხებში. მანამდე ავტონომიის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა პალესტინელებს ღაზიდან ისრაელთა გასვლისას თავშეკავებისკენ და ზავის მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG