შრი ლანკაში მოკლეს საგარეო საქმეთა მინისტრი ლაკშმან კადირგამარი.
თავდასხმა პარასკევს მოხდა დედაქალაქ კოლომბოში. ქვეყანაში შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მკვლელობა თამილი სეპარატისტების მოწყობილია. ამ მკვლელობამ მკვეთრი რეაქცია გამოიწვია მეზობელ ინდოეთში. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ მკვლელებს იპოვიან და სათანადოდ დასჯიან. შრი ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრი მინისტრთა კაბინეტში თამილების უმცირესობას წარმოადგენდა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სეპარატისტებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებას. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა იმედი გამოთქვა, რომ მომხდარი არ გამოიწვევს შრი ლანკაში სამოქალაქო ომის განახლებას.