Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიშკეკში გაიმართა ყირგიზეთის პრეზიდენტად ყურმანბეკ


ბიშკეკში გაიმართა ყირგიზეთის პრეზიდენტად ყურმანბეკ ბაკიევის კურთხევის ცერემონია.

ბიშკეკში გაიმართა ყირგიზეთის პრეზიდენტად ყურმანბეკ ბაკიევის კურთხევის ცერემონია.
ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში, ინაუგურაციის ცერემონიაზე, ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მასში მონაწილეობდნენ უცხოეთის დელეგაციებიც. საპატიო სტუმართა შორის იყო ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი. აი, რა თქვა საზეიმო ცერემონიაზე გამოსვლისას ყირგიზეთის ახალმა ლიდერმა: [ყურმანბეკ ბაკიევის ხმა] "ჩემი ხალხისა და ქვეყნის წინაშე ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად და ღირსეულად შევასრულებ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპასუხისმგებლო მისიას, რომელიც მთელმა ერმა მომანდო." ბაკიევმა დამაჯერებლად გაიმარჯვა 10 ივლისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. მას მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა თითქმის 89 პროცენტმა.
XS
SM
MD
LG