Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში გაიხსნა სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის


ზუგდიდში გაიხსნა სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის ბაზა, სადაც მომზადებას გაივლიან

ზუგდიდში გაიხსნა სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის ბაზა, სადაც მომზადებას გაივლიან
სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთარებულ დავალებათა სამსახურის თანამშრომლები. ბაზა, რომლის მოდერნიზებას სამი თვე დასჭირდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გახსნა. მისი თქმით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, მსგავსი ბაზის არსებობა აუცილებელია. ბაზის გახსნასთან ერთად მერაბიშვილმა დააჯილდოვა ის სამართალდამცველები, რომლებმაც 12 აგვისტოს, ენგურის ხიდთან, მონაწილეობა მიიღეს კონტრაბანდული ტვირთის დაკავების ოპერაციაში. დაკავებისას რუსეთის სამშვიდობო ძალების მოსამსახურეებს აღმოაჩნდათ აღურიცხავი სიგარეტი და ალკოჰოლიანი სასმელები, რომლებიც აფხაზეთიდან სამეგრელოში გადაჰქონდათ.
XS
SM
MD
LG