Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2002 წელს ამერიკელი ჟურნალისტის დანიელ


2002 წელს ამერიკელი ჟურნალისტის დანიელ პერლის

2002 წელს ამერიკელი ჟურნალისტის დანიელ პერლის
გატაცებასა და მკვლელობაში თანამონაწილეობის ოფიციალური ბრალდება დღეს ისლამისტ ექსტრემისტს წაუყენეს. მოჰამად ჰაშიმ ქადირი გასულ თვეს დააპატიმრეს პაკისტანის ცენტრალურ ფუნჯაბის პროვინციაში. წაყენებული ბრალდების თანახმად, მოჰამად ქადირის შუამავლობით მოხდა გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" კორესპონდენტის, დანიელ პერლის შეხვედრა მის გამტაცებლებთან. დღეს, მოჰამად ჰაშიმ ქადირი სასამართლოს წინაშე წარსდგა ყარაჩიში. დანიელ პერლის მკვლელობასთან დაკავშირებით 4 ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა შეუფარდეს. დანიელ პერლი 2002 წლის იანვარში გაიტაცეს ყარაჩიში, სადაც იგი რეპორტაჟს ამზადებდა ისლამისტი ექსტრემისტების შესახებ. ერთი თვის შემდეგ ამერიკის საკონსულომ ყარაჩიში მიიღო ვიდეოფირი, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ მოკვეთეს თავი ამერიკელ ჟურნალისტს ისლამისტმა ექსტრემისტებმა.
XS
SM
MD
LG