Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ოსი სამართალდამცველები


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ოსი სამართალდამცველები ქართველი მძევალი ბავშვის გათავისუფლების ოპერაციას ატარებენ.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ოსი სამართალდამცველები ქართველი მძევალი ბავშვის გათავისუფლების ოპერაციას ატარებენ.
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ფრონეს ხეობის სოფელ ნულში გატაცებული 11 წლის გენადი პეტრიაშვილის გათავისუფლების ოპერაციას ოსი სამართალდამცველები ატარებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განაცხადა სამაუწყებლო კომპანია “რუსათვი 2”-ის პირდაპირ ეთერში. მისი ინფორმაციით, გენადი პეტრიაშვილი სოფელ ნულთან დაახლოებით 19.30 სთ-ზე გაიტაცეს. მდინარეზე მყოფ ბავშვებთან ოთხი პიროვნება მივიდა და პეტრიაშვილის ვინაობის დაზუსტების შემდეგ, იგი თეთრი "ნივით" გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ჯუღელის თქმით, სამართალდამცავებმა მიაგნეს გამტაცებელთა ადგილსამყოფელს, მაგრამ ისინი ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ და ამიტომ ოპრაციაში ოპერატიულად ჩარეთვნენ ოსი სამართალდამცველები. მისი ინფორმაციით, ქართველი პოლიციელები სამშვიდობო ძალების საგუშაგოზე იმყოფებიან და მუდმივი კავშირი აქვთ ოს კოლეგებთან.
XS
SM
MD
LG