იორდანიის ტერიტორიაზე 3 რაკეტა იქნა გაშვებული ამერიკის სამხედრო ხომალდის მიმართულებით,
რომელიც ქალაქ აქაბას ნავსადგურში იდგა, აგრეთვე ისრაელის ზღვისპირა ქალაქ ეილათის მიმართულებით. ამერიკის ორი გემი ამ თავდასხმის შედეგად არ დაზიანებულა და მათ უკვე დატოვეს აქაბა. რაკეტები ნავსადგურის საწყობებთან აფეთქდა.1 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული. იორდანიის ხელისუფლება ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილ სირიელსა და 3 ერაყელს დაეძებს. ისრაელის ჯარის სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეილათის მიმართულებით გაშვებული რაკეტა აეროპორტის მახლობლად დაეცა, მაგრამ არ აფეთქებულა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა "ალ-ყაიდასთან" დაკავშირებულმა დაჯგუფებამ "აბდალა აზამას ბრიგადებმა" აიღო თავის თავზე.