Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობით, ინტენსიური ძებნის შედეგად


გავრცელებული ცნობით, ინტენსიური ძებნის შედეგად, იორდანიაში დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილი, რომლებსაც წითელი ზღვის პორტ აყაბაში სარაკეტო ცეცხლის გახსნა

გავრცელებული ცნობით, ინტენსიური ძებნის შედეგად, იორდანიაში დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილი, რომლებსაც წითელი ზღვის პორტ აყაბაში სარაკეტო ცეცხლის გახსნა
ედებათ ბრალად. გუშინ ნასროლმა რამდენიმე "კატიუშამ" ძალიან ახლოს ჩაუარა ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდს, რომელიც სწორედ იმ დროს პორტში იდგა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან ერაყელი, სირიელი, ეგვიპტელი და იორდანიელი ეჭვმიტანილები. მათი რიცხვი ჯერჯერობით არ კონკრეტდება. მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა აბდულა აზამის დაჯგუფებამ, თუმცა ეს ცნობა ჯერჯერობით არ დასტურდება.
XS
SM
MD
LG