Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტმა ქვეყნის ახალი


ერაყის პარლამენტმა ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტი ორშაბათს მიიღო, თუმცა კენჭისყრა ამ საკითხზე გადაიდო.

ერაყის პარლამენტმა ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტი ორშაბათს მიიღო, თუმცა კენჭისყრა ამ საკითხზე გადაიდო.
სუნიტები სახელმწიფოს ფედერაციული მოწყობის წინააღმდეგ გამოდიან. მათ არ აძლევთ ხელს ქვეყნის სამხრეთში შიიტების ავტონომიის შექმნის შესაძლებლობა. ღიად რჩება ნავთობსაბადოების განაწილების საკითხი. ჯერაც გაურკვეველია, შეძლეს თუ არა პოლიტიკოსებმა შეთანხმება ქვეყნის ცხოვრებაში ისლამის როლის საკითხში. უკვე ორჯერ დაინიშნა კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის დასრულების ბოლო ვადა. რეფერენდუმი ქვეყნის ძირითადი კანონის თაობაზე ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ბაღდადში, ერაყის საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ჰუმამ ჰამუდიმ განაცხადა, რომ 3 დღე არაა საკმარისი კონსტიტუციის პროექტის თაობაზე არსებულ უთანხმოებათა მოსაგვარებლად. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყელ სუნიტებს კონსტიტუციის პროექტის მიღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სუნიტებმა არჩევანი უნდა გააკეთონ მშვიდობასა და ძალადობას შორის.
XS
SM
MD
LG