Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დღეს საზეიმოდ აღინიშნა დამოუკიდებლობის


უკრაინაში დღეს საზეიმოდ აღინიშნა დამოუკიდებლობის გამოცხადების მეთოთხმეტე წლისთავი.

უკრაინაში დღეს საზეიმოდ აღინიშნა დამოუკიდებლობის გამოცხადების მეთოთხმეტე წლისთავი.
პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ სიტყვით მიმართა თანამემამულეებს დამოუკიდებლობის მოედანზე კიევის ცენტრში. თავის გამოსვლაში იუშჩენკომ უკრაინის ერთიანობისა და დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. სოფიის ტაძარში აღევლინა საზეიმო წირვა-ლოცვა, რომელშიც ყველა კონფესიის წარმომადგენლები, მათ შორის იუდეველები და მაჰმადიანები მონაწილეობდნენ. პირველად განვლილი 14 წლის მანძილზე ქვეყნის ხელმძღვანელობამ, ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტა დამოუკიდებლობის დღეს არ გაემართა კიევში სამხედრო აღლუმი.
XS
SM
MD
LG