შეერთებულმა შტატებმა ერაყელ სუნიტებს, შიიტებსა და ქურთებს მოუწოდა - წავიდნენ კომპრომისზე და მოიწონონ ახალი კონსტიტუციის პროექტი.
ეს დოკუმენტი ორშაბათს ღამით წარედგინა ერაყის პარლამენტს, თუმცა კენჭისყრა ახალი კონსტიტუციის პროექტის მისაღებად 3 დღით გადაიდო, რათა მხარეებს შორის სრული თანხმობა იქნეს მიღწეული. ამასთანავე, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ჰამუმ ჰამუდიმ არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ პარლამენტს სუნიტების თანხმობის გარეშე მოუხდეს ამ დოკუმენტის მიღება. სუნიტები - ერაყის ფედერაციული მოწყობის კატეგორიული წინააღმდეგი გამოდიან.