Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავლენიანმა მულისანმა სწავლულმა, აბდულ მენემ


გავლენიანმა მულისანმა სწავლულმა, აბდულ მენემ მუსტაფა ჰალიმეჰმა, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს,

გავლენიანმა მულისანმა სწავლულმა, აბდულ მენემ მუსტაფა ჰალიმეჰმა, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს,
დღეს გამოუშვა ფატვა - რელიგიური ედიქტი, რომელიც კრძალავს თვითმკვლელი მოიერიშეების აფეთქებებს, როგორიც არის "ალ-ყაიდის" მიმდევრების ოპერაციები. აბდულ მენემ მუსტაფა ჰალიმეჰი, რომელსაც აბუ ბასირ ტარტუსისაც უწოდებენ, ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მსგავს ოპერაციებს თვითმკვლელობად მიიჩნევს და არა მოწამეობრივ აღსასრულად. "ეს დაუშვებელია რამდენიმე მიზეზის გამოო", დასძენს მუსლიმანი სწავლული. არაბულენოვანი გაზეთი "აშარკ ალ-ავსათი" დღევანდელ ნომერში იუწყება ტარტუსის ფატვის შესახებ. სტატიაში ტარტუსი მოხსენიებულია ისლამისტი ექსტრემისტების წამყვან იდეოლოგად და აღნიშნულია, რომ მისმა ფატვამ ძალიან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ექსტრემისტების ვებსაიტებზე: ზოგი ტარტუსის "ალ-ყაიდის" მიმდევრების ღალატში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG