ყაზანში დასრულდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელორუს და ყაზახ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს სამი ქვეყანა წელს და მომავალ წელს გააფორმებს დოკუმენტებს საერთო ეკონომიკური სივრცის შემოსაღებად. უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს თქმით, უკრაინას სურს ხელი მოაწერს ამ დოკუმენტების მხოლოდ ნაწილს. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ასევე მონაწილეობდა სამიტში, მან ყაზანში შაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანაზე ადრე მიღწეული შეთანხმების გამო. სააკაშვილის თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის ბაზების გაყვანაზე დათანხმებით სამამაცე გამოიჩინა, ცხადჰყო, რომ არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს უნარი, იკისროს პასუხისმგებლობა და მიიღოს გადაწყვეტილებები. ასევე სააკაშვილის თქმით, მისი ქვეყანა არ აპირებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლას.