Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე ათეული ადამიანი იმსხვერპლა გრიგალმა


რამდენიმე ათეული ადამიანი იმსხვერპლა გრიგალმა "კატრინამ,

რამდენიმე ათეული ადამიანი იმსხვერპლა გრიგალმა "კატრინამ,
რომელმაც აშშ-ის სამხრეთ სანაპიროს გადაუარა. მატერიალური ზარალს ექსპერტები 26 მილიარდ დოლარად აფასებენ. მისისიპის შტატის გუბერნატორის ცნობით, ამ შტატში 80-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მეზობული ლუიზიანის შტატის დედაქალაქი ნიუ ორლეანი თითქმის 80 პროცენტით დატბორილია. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობს დაზარალებულთა დასახმარებლად. [ჯორჯ ბუშის ხმა] "ხელისუფლების ფედერალური და ადგილობრივი ორგანოები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რათა ხალხს გრიგალის შედეგების დაძლევაში დაეხმარონ. მაშველთა რაზმები და აღჭურვილობა დროულად ჩავიდა დაზარალებულ რაიონებში და ახლა იქ ის დახმარებაც ჩააღწევს, რომელიც მოსახლეობას ესაჭიროება." გრიგალის მლოახლოებამდე სანაპირო რაიონებიდან ასეულათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
XS
SM
MD
LG