Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა


დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრობაზე უართან ერთად, იგი გადადგა განათლების, მეცნიერებისა და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდანაც, რომელიც ხსენებული ფრაქციის კვოტით ეკავა. დეპუტატის თქმით, პარლამენტში საქმიანობას იგი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე ის ბოლო ხანს სხვადასხვა მოტივით ფიქრობდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია “202”-ის ხელმძღვანელის შალვა რამიშვილის დაკავების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სკანდალის გამო მიიღო. ზურაბიშვილისთვის მიუღებელია რამიშვილის დაკავების საქმეში მისი თანაფრაქციელის, კობა ბექაურის მონაწილეობის ფორმა და ის ფაქტი, რომ უმრავლესობის ლიდერებმა ბექაურის ქცევა მოიწონეს.
XS
SM
MD
LG