ოთხი ადამიანი დაიღუპა დაღესტანში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად.
ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასი". დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივან აბდულმანაპ მუსაიევის განცხადებით, დაღუპულებიდან ორი სამხედრო, ორი კი სამოქალაქო პირია. ამავე წყაროს ცნობით, დაჭრილია 6 კაცი. ასაფეთქებელი მოწყობილობა დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალის ცენტრში, გზის პირას იყო დამალული და აფეთქდა, როცა გზაზე სამხედრო ავტომანქანამ ჩაიარა. მუსაიევის განცხადებით, პოლიციამ 6 ეჭვმიტანილი შეიპყრო.