Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა განაცხადება,

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა განაცხადება,
რომელშიც არ ეთანხმება წინადადებას, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკამათრო საკითხი - გაეროს უშიშროების საბჭოს წარედგინოს განსახილველად. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთს უსაფუძვლოდ მიაჩნია ხსენებული საკითხის გადაცემა უშიშროების საბჭოსთვის, იმ დროს, როცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო "აქტიურად და ნაყოფიერად" თანამშრომლობს ირანთან ამ უკანასკნელის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის სახელით აწარმოებდნენ მოალაპარაკებას ირანთან. ხოლო ირანის პრესაში გამოქვეყნებულია ქვეყნის ატომური ენერგიის სამმართველოს უფროსის მოადგილის მოჰამად სააიდის ნათქვამი იმის შესახებ, რომ თეირანი არ შეწყვეტს თავის ბირთვულ პროგრამას და მზადაა ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი შედეგებისთვის, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG