Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ხვალ იგი სიტყვას წარმოთქვამს გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო, მე-60 სხდომაზე, დღეს საღამოს კი მემორანდუმს გააფორმებს "ათასწლეულის გამოწვევის ფონდში". ამ მემორანდუმის თანახმად, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საქართველო გრანტის სახით თითქმის 300 მილიონ დოლარს მიიღებს. დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოში ოთხი პროექტი განხორციელდება. კერძოდ, 70 მილიონი მოხმარდება ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციას; 50 მილიონი დოლარი დაიხარჯება ახალციხე-ახალქალაქი-ნინოწმინდის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე; 40-40 მილიონი დოლარია გამოყოფილი ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელებისთვის. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებთან.
XS
SM
MD
LG