ინდონეზიაში სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მამაკაცს, რომელიც ავსტრალიის საელჩოსთან
აფეთქების მოწყობასთან კავშირში დამნაშავედ სცნო. მსჯავრდებულმა როისმა, რომელსაც ივან დარმავანასაც უწოდებენ, შეიძინა ავტომანქანა, აგრეთვე ასაფეთქებელი მოწყობილობა და კონტაქტი დაამყარა კაცთან, რომელმაც მერე დანაღმულ მანქანაში თავი აიფეთქა. როისი ირწმუნება, რომ არ იცოდა, მის მიერ შეძენილ აღჭურვილობას, ან ავტომანქანას აფეთქების მოსაწყობად თუ გამოიყენებდნენ.
ამავე აფეთქებასთან კავშირის საფუძველზე, სასამართლომ განაჩენები გამოუტანა კიდევ სამ მამაკაცს - 42 თვიდან 7 წლამდე პატიმრობა. აფეთქებამ შარშან ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ავსტრალიის საელჩოს დამცავი კედელი გაანგრია და 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.