სერბეთს პრეზიდენტმა, ბორის ტადიჩმა დღეს განაცხადა, რომ კოსოვოელი ალბანელები კოსოვოელი სერბების მიმართ "უმრავლესობის ტირანიას" ახორციელებენ. პრეზიდენტის თქმით, ალბანელებს კოსოვოს დამოუკიდებლობის შანტაჟის გზით მოპოვების საშუალება არ უნდა მიეცეთ.
Wall Street Journal Europe-ს დღევანდელ ნომერში ტადიჩი წერს, რომ კოსოვოს მომავალი სტატუსის ირგვლივ კომპრომისის მიღწევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბალკანეთის რეგიონში სტაბილურიბის შენარჩუნებისთვის.
ტადიჩი აგრეთვე ამბობს, რომ კოსოვოს საკითხში დამარცხებას, შესაძლებელია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახლო წარსულში განცდილი ძალადობისა და არასტაბილურობის გამეორება მოჰყვეს. თუმცა ის, თუ რას გულისხმობს "მარცხში", პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.