Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხრეთში, მექსიკის ყურის სანაპიროს


აშშ-ის სამხრეთში, მექსიკის ყურის სანაპიროს გრიგალმა "რიტამ" გადაუარა, დაანგრია სახლები, ამოგლიჯა ხეები.

აშშ-ის სამხრეთში, მექსიკის ყურის სანაპიროს გრიგალმა "რიტამ" გადაუარა, დაანგრია სახლები, ამოგლიჯა ხეები.
ქალაქ ახალი ორლეანის დიდი ნაწილი, უკვე დაზარალებული წინა გრიგალის, "კატრინას" მიერ, ისევ დატბორილია მას შემდეგ, რაც ახალმა გრიგალმა ჯებირები გაანგრია. გრიგალ "რიტას" მეხუთე, ანუ სიმძლავრის ამსახველი უმაღლესი კატეგორია ჰქონდა მინიჭებული, მაგრამ, ამასობაში, შენელდა და ამჟამად მეორე კატეგორიაზეა ჩამოყვანილი. თუმცა, საათში, მისი სიჩქარე 160-ც კილომეტრს აღწევს და, შესაბამისად, კვლავაც სახიფათოა. ახალი გრიგალის მარშრუტზეა განთავსებული მრავალი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო - რა ბედი ელის მათ, ჯერ არ არის ცნობილი. მექსიკის ყურის სანაპიროს 500-სკილომეტრიანი ზოლიდან 2 მლნ-მდე ამერიკელი იქნა ევაკუირებული გრიგალის მოახლოებასთან დაკავშირებით. პარასკევს ავტობუსს, რომლითაც ხანდაზმულთა სახლში მყოფთა ევაკუაციას ახორციელებდნენ, ცეცხლი წაეკიდა. ხანძარმა 24-მდე მოხუცის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG