Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა მოიერიშემ


ერაყის პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა მოიერიშემ, რომელიც მოტოციკლზე იჯდა, აფეთქება მოაწყო. მის გარდა დაიღუპა 6 ადამიანი

ერაყის პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა მოიერიშემ, რომელიც მოტოციკლზე იჯდა, აფეთქება მოაწყო. მის გარდა დაიღუპა 6 ადამიანი
უმეტესწილად შიიტებით დასახლებულ ქალაქ მუსაიბში. დაიჭრა 19 კაცი. კვირასვე, მანქანაში მჯდომმა თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო აფეთქება, მოკლა, სულ ცოტა, 9 კაცი, მათ შორის 2 სამოქალაქო პირი. ამ აფეთქების პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ქსელმა "ალ-ყაიდამ" იკისრა. ქალაქ ჰილაში კი თავი აიფეთქა ველოსიპედისტმა, მოკლა ერთი ადამიანი. და ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა: ბაღდადში შეიარაღებულმა პირებმა გააჩერეს ფინანსთა სამინისტროს ავტოკოლონა, მოკლეს 2 და დაჭრეს 9 მცველი, რის შემდეგაც 850 000 დოლარი გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG