Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში პოლიციამ დააკავა აზერბაიჯანის წამყვანი


ბაქოში პოლიციამ დააკავა აზერბაიჯანის წამყვანი ოპოზიციური ალიანსის ათობით წევრი, რომლებიც არასანქცირებული დემონსტრაციის მოწყობას აპირებდნენ.

ბაქოში პოლიციამ დააკავა აზერბაიჯანის წამყვანი ოპოზიციური ალიანსის ათობით წევრი, რომლებიც არასანქცირებული დემონსტრაციის მოწყობას აპირებდნენ.
როგორც იუწყებიან, პოლიციელები ხელკეტებით დაერიენ ოპოზიციონერებს, როცა მათ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. საპროტესტო აქციის მრავალი მონაწილე მოითხოვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადადგომას და 6 ნოემბერს სამართლიანი არჩევნების გამართვას. ოპოზიციურ ალიანს "აზადლიკში" შემავალ პარტია "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის" პრეს-მდივანი ისაკ ავაზოგლი ირწმუნება, რომ დაკავებულია 100-ზე მეტი კაცი. პოლიცია კი გაცილებით ნაკლებ დაკავებულზე ლაპარაკობს. ოპოზიციის ლიდერებმა მოგვიანებით აქციის მონაწილეებს დაშლა სთხოვეს, მაგრამ პირობა დადეს, რომ საპროტესტო გამოსვლები განახლდება, თუ ხელისუფლება არ იზრუნებს საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობაზე.
XS
SM
MD
LG