Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირს აქვს სურვილი, განაგრძოს მოლაპარაკება


ევროკავშირს აქვს სურვილი, განაგრძოს მოლაპარაკება ირანთან მისი ბირთვული პროგრამის გარშემო,

ევროკავშირს აქვს სურვილი, განაგრძოს მოლაპარაკება ირანთან მისი ბირთვული პროგრამის გარშემო,
მიუხედავად უთანხმოებისა, რომელიც გამოიწვია რეზოლუციამ ამ საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გადაცემის თაობაზე. მოლაპარაკებისთვის ევროკავშირის ეს მზადყოფნა გამოთქვა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჯეკ სტროუმ. მანვე გამოთქვა იმედი, რომ ირანი ისარგებლებს მოლაპარაკების ამ შანსით. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ შაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელსაც რეკომენდაცია გაუწიეს ევროკავშირმა და აშშ-მა, რომ ირანზე იმსჯელოს გაეროს უშიშროების საბჭომ, თუ ირანი არ შეცვლის პოზიციას ბირთვული პროგრამის სფეროში. დღეს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა “მიუღებელი” უწოდა ამ რეზოლუციას, აღნიშნა, რომ ირანი არ იტყვის უარს უფლებაზე, მშვიდობიანი მიზნით ისარგებლოს ბირთვული ტექნოლოგიებით. თუმცა. ირანის ნომერმა პირველმა დიპლომატმაც გამოთქვა ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების გაგრძელების სურვილი.
XS
SM
MD
LG